იტვირთება...
კონკურსი რენის პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონკურსი რენის პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად

საფრანგეთის ქალაქ რენის პოლიტიკური მეცნიერებების სკოლა (Sciences Po Rennes) და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებენ კონკურსს 2026-2027 სასწავლო წლის მეორე სემესტრის სრულად დაფინანსებულ საგრანტო პროგრამაზე. სწავლება განხორციელდება ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე და კურსდამთავრებულები მოიპოვებენ პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის სერტიფიკატს, რომელშიც ასახული კრედიტები აღიარებული იქნება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ.

 

შემოთავაზება ძირითადად ეხება საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, ასევე, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებების სტუდენტებს, თუმცა, შესაძლებელია სხვა სკოლების კანდიდატების განხილვაც.

 

კონკურსის ორი სავალდებულო მოთხოვნაა - კარგი აკადემიური მოსწრება და უცხო ენის (ინგლისური ან ფრანგული) ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 28 სექტემბერი.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ პროფესორ თამარ გაგოშიძეს: t.gagoshidze@gruni.edu.ge