2026 წლის 10 სექტემბერს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პასუხისმგებლიანი მენეჯმენტის განათლების პრინციპების სამუშაო შეხვედრების (PRME CEE Coffee Series) ფარგლებში, გაიმართა მეოთხე შეხვედრა, მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული აქტუალური თემების განსახილველად და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად.
სამუშაო შეხვედრაში PRME-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
შეხვედრის განსახილველი თემა სოლარპანკის კონცეფცია იყო, რომელიც მდგრადი და ოპტიმისტური მომავლის ხედვის ჩამოყალიბებას უკავშირდება. დისკუსიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა სოლარპანკის, როგორც ჟანრისა და საზოგადოებრივი მოძრაობის, როლზე მდგრადი განვითარების საკითხების ახლებურად გააზრების პროცესში. ასევე, განხილული იყო მისი კავშირი განათლებასთან, სოციალურ ინოვაციებთან და მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs).
Solarpunk Reading Club-ის ინიციატივა დაკავშირებულია PRME-ის პედაგოგიური მიდგომების განვითარებასთან, რომელიც სასწავლო პროცესში ურთიერთობებსა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. შეხვედრის ფარგლებში გაზიარებულმა გამოცდილებამ წარმოაჩინა, თუ როგორ შეიძლება მსგავსი მიდგომების გამოყენება სასწავლო გარემოში სტუდენტების ჩართულობის, კვლევითი უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განსავითარებლად.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა