იტვირთება...
მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ

აბიტურიენტებმა, რომლებმაც მეორადი ჩარიცხვის საფუძველზე მოიპოვეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე სწავლის უფლება, ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2026 წლის 24 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის სარეგისტრაციო პორტალზე:

https://registration.gruni.edu.ge

 

გთხოვთ, ელექტრონული რეგისტრაცია განახორციელოთ მხოლოდ კომპიუტერის საშუალებით.

 

ელექტრონული რეგისტრაციის პორტალი ხელმისაწვდომი გახდება 2026 წლის 24 სექტემბერს, 12:00 საათზე.

 

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები

ელექტრონული რეგისტრაციის პროცესში აბიტურიენტმა სარეგისტრაციო პორტალზე უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები:

  1. საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
  2. სამხედრო აღრიცხვის მოწმობა - ვაჟებისთვის;
  3. ფოტოსურათი - 3×4;
  4. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - აუცილებელია დოკუმენტის ორივე მხარის ატვირთვა;
  5. არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში - დაბადების მოწმობა;
  6. არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში - კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთ შემთხვევაში ელექტრონული რეგისტრაცია ხორციელდება კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით;
  7. სარეგისტრაციო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი).

 

სარეგისტრაციო საფასური

სარეგისტრაციო საფასური შეადგენს 35 (ოცდათხუთმეტ) ლარს.

 

გადახდა მობილური ბანკის საშუალებით

რეგისტრაციის საფასურის გადახდა შესაძლებელია მობილური ბანკის საშუალებით, გამარტივებული გადახდის ფუნქციის გამოყენებით.

გადახდის პროცედურა:

  1. შედით თქვენს მობილურ ბანკში;
  2. აირჩიეთ „გადახდები“;
  3. აირჩიეთ „ახალი გადახდა“;
  4. საძიებო ველში ჩაწერეთ „გრუნი“ და აირჩიეთ შესაბამისი მომსახურება;
  5. შესაბამის ველში მიუთითეთ სტუდენტის პირადი ნომერი;
  6. მიუთითეთ გადასახდელი თანხა;
  7. დაასრულეთ გადახდის პროცესი.

მნიშვნელოვანია: თუ გადახდას ახორციელებს სხვა პირი, გადახდისას აუცილებელია მითითებულ იქნეს სტუდენტის პირადი ნომერი.

 

გადახდა ჩასარიცხი აპარატის საშუალებით

სარეგისტრაციო საფასურის გადახდა ასევე შესაძლებელია ნებისმიერი ჩასარიცხი აპარატის საშუალებით.

გადახდის პროცედურა:

  1. აირჩიეთ კატეგორია „სხვა“;
  2. შემდეგ აირჩიეთ „განათლება“;
  3. მომსახურების ჩამონათვალში აირჩიეთ „GRUNI“;
  4. შეიყვანეთ სტუდენტის პირადი ნომერი;
  5. მიუთითეთ გადასახდელი თანხა;
  6. დაადასტურეთ და განახორციელეთ გადახდა.

 

მნიშვნელოვანია!

აბიტურიენტი რეგისტრირებულად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სარეგისტრაციო პორტალზე სრულად ატვირთავს სარეგისტრაციო საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტსა და ყველა სხვა მოთხოვნილ დოკუმენტს.

2026 წლის 28 სექტემბრამდე აუცილებელია დაფარული გქონდეთ მინიმუმ 20 კრედიტის საფასური. პროგრამაზე ერთი კრედიტის საფასურის შესახებ ინფორმაცია მითითებულია ხელშეკრულებაში.  გადახდა განახორციელეთ იმავე წესით, რა წესითაც რეგისტრაციის საფასური გადაიხადეთ.

აკადემიური რეგისტრაცია და სასწავლო პროცესის დაწყება

მეორადი ჩარიცხვის საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის:

  • აკადემიური რეგისტრაცია: 1–2 ოქტომბერი;
  • სასწავლო პროცესის დაწყება: 5 ოქტომბერი.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ რეგისტრაციის პირობებს, დაიცვათ განსაზღვრული ვადები და რეგისტრაციის პროცესში სრულად ატვირთოთ მოთხოვნილი დოკუმენტები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ხატია მარკოზაშვილი
ელფოსტა: khatia.markozashvili@gruni.edu.ge
ტელ.: (+995 32) 238 44 06 (133)

დავით თარაშვილი
ელფოსტა: d.tarashvili@gruni.edu.ge
ტელ.: (+995 32) 238 44 06 (126)