იტვირთება...
გრუნი კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის საერთაშორისო კონსორციუმის მონაწილეა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნი კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის საერთაშორისო კონსორციუმის მონაწილეა


ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის - „ჰორიზონტი ევროპა“, ფარგლებში ჩამოყალიბდა საერთაშორისო კონსორციუმი, რომლის მონაწილეა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. კონსორციუმში უნივერსიტეტს წარმოადგენს ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესორი ნინო ცხოვრებაშვილი.

 

კონსორციუმი ახორციელებს კვლევით პროექტს: „ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გამოწვეული ცვლილებების შესწავლა განათლების სისტემაში“.

 

კვლევის ზოგადი მიზანია უმაღლეს განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გამოწვეული ცვლილებების შესწავლა, კერძოდ, აკადემიური დატვირთვის, სტუდენტთა ავტონომიის, ციფრული უთანასწორობისა და ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის თანამშრომლობის შესაძლებლობების ანალიზი.

 

კონსორციუმის პარტნიორი ორგანიზაციებია:

თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი (საბერძნეთი);

იოანინას უნივერსიტეტი (საბერძნეთი);

კომუნიკაციისა და რეკლამის უნივერსიტეტი (საფრანგეთი);

გიუსტავ ეიფელის უნივერსიტეტი (საფრანგეთი);

ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი);

კათოლიკური უნივერსიტეტი (უნგრეთი);

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი (საქართველო);

კავკასიის უნივერსიტეტი (საქართველო);

სულხან-საბას უნივერსიტეტი (საქართველო).