ძვირფასო სტუდენტებო,
გილოცავთ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩარიცხვას!
გაცნობებთ, რომ თქვენ გაგიაქტიურდათ სტუდენტის სტატუსი. გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ მნიშვნელოვან ინფორმაციას და დროულად გადაამოწმოთ თქვენი მონაცემები ელექტრონულ პორტალზე.
ელექტრონულ პორტალზე შესვლა
პორტალზე შესვლის მონაცემები გამოგეგზავნათ სმს შეტყობინებით;
ელექტრონულ პორტალზე თქვენი უნივერსიტეტის ელფოსტის მისამართის ნახვა შეგიძლიათ ველში - „პირადი მონაცემები“.
სწავლის საფასური
თქვენ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთი კრედიტის საფასურის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ელექტრონული პორტალის ველში:
„ფინანსები“
გთხოვთ, ყურადღებით გადაამოწმოთ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან სწავლის საფასურის გაანგარიშება დაკავშირებულია თქვენ მიერ არჩეული კრედიტების რაოდენობასთან.
ხელშეკრულება
თქვენი ხელშეკრულების მოძიება და გაცნობა შესაძლებელია ელექტრონული პორტალის განყოფილებაში:
DOCUMENTS-KA
გთხოვთ, გაეცნოთ ხელშეკრულებას და გადაამოწმოთ მასში ასახული ინფორმაცია.
სწავლის საფასურის გადახდა
აკადემიური რეგისტრაციის დაწყებამდე აუცილებელია დაფარული გქონდეთ 20 კრედიტის საფასური.
დარჩენილი სწავლის საფასურის დაფარვის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი.
შემდგომ ყოველ სემესტრში, აკადემიური რეგისტრაციის გავლამდე, აუცილებელია მინიმუმ 15 კრედიტის საფასურის წინასწარ დაფარვა.
აკადემიური რეგისტრაცია
აკადემიური რეგისტრაციის, მათ შორის სასწავლო კურსების/საგნების არჩევის, შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ SMS-შეტყობინების სახით.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მიღებულ შეტყობინებას და დაიცვათ მასში მითითებული ვადები და ინსტრუქციები.
სწავლის დაწყება
სასწავლო პროცესი იწყება 28 სექტემბერს
ბათუმის წარმომადგენლობაში 6 ოქტომბერს.
გთხოვთ, რეგულარულად გადაამოწმოთ თქვენი უნივერსიტეტის ელფოსტა, ელექტრონული პორტალი და მიღებული SMS-შეტყობინებები, რათა არ გამოგრჩეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
გისურვებთ წარმატებულ, ნაყოფიერ და საინტერესო სასწავლო წელს!

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა