გრუნის ასოცირებული პროფესორის - გიორგი გოგიტიძის, თანაავტორობით საერთაშორისო რეცენზირებად, Q1 კატეგორიის, ჟურნალში გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატია - “Determinants of Tourists’ Choice of Mountain Tourism Destinations”. ნაშრომი ეხება საქართველოსა და რუმინეთში ტურისტების მიერ მთის ტურისტული დანიშნულების ადგილების არჩევის განმსაზღვრელი ფაქტორების შესწავლას. მიღებული შედეგები მნიშვნელოვანია აღნიშნულ ქვეყნებში მდგრადი ტურიზმისა და სოფლის განვითარების მიმართულებების დასაგეგმად.
კვლევამ ცხადყო, რომ მთის ტურისტული დანიშნულების ადგილების არჩევის განმსაზღვრელი ფაქტორები საქართველოსა და რუმინეთში განსხვავებულად სტრუქტურირდება. საქართველოში ისინი ორ განზომილებად ერთიანდება - „საბაზისო სერვისები და ბუნებრივი სილამაზე“ და „კულტურული და სათავგადასავლო აქტივობები“, ხოლო რუმინეთში ოთხ დამოუკიდებელ ფაქტორად გამოიყოფა: საბაზისო სერვისები, კულტურული აქტივობები, სათავგადასავლო ტურიზმი და ბუნებრივი სილამაზე.
მიღებული შედეგები ადასტურებს: ადგილობრივი გასტრონომიისა და კულტურული გამოცდილების გათვალისწინებით საქართველოს ბუნებრივი სილამაზისა და მომსახურების ხარისხის ერთიან ტურისტულ იმიჯში ინტეგრირების მნიშვნელობას, რუმინეთის შემთხვევაში კი უფრო დიფერენცირებული, კონკრეტულ ტურისტულ აქტივობებზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელობას.
სტატიის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.mdpi.com/2077-0472/16/14/1485

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა