იტვირთება...
გრუნის პროფესორის საერთაშორისო სამეცნიერო წარმატება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის პროფესორის საერთაშორისო სამეცნიერო წარმატება

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორის, მიწის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, თორნიკე მერებაშვილის, თანაავტორობით მომზადებული სამეცნიერო სტატია - „Generative AI in the Music Industry: Navigating the Legal Intersection of the Big Data Complex Ecosystem and Copyright Law“ გამოსაქვეყნებლად მიღებულია Scopus-ში ინდექსირებულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში - TalTech Journal of European Studies, ტომი 16 (2026), გამოცემა 3 (46).

 

აღნიშნული წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობაში და მის მნიშვნელოვან წვლილს თანამედროვე სამართლებრივი მეცნიერების განვითარებაში.

 

ვულოცავთ ავტორებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ მომავალშიც არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო მიღწევას.