გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის სკოლის პროფესორი - მარინა დევდარიანი, მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში - FENS Forum 2026, რომელიც 2026 წლის 6-10 ივლისს ესპანეთში, ბარსელონაში, გაიმართა.
ფორუმი ნეირომეცნიერების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან მკვლევრებს, მეცნიერებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს აერთიანებს.
კონფერენციაზე გრუნის პროფესორმა წარადგინა სამეცნიერო მოხსენება: „Exposure to the Antioxidant Folium Alleviates Oxidative Stress in a Valproic Acid-Induced Animal Model of Autism“, რომელიც ეფუძნებოდა კვლევას ანტიოქსიდანტ Folium-ის გავლენის შესახებ ვალპროის მჟავით ინდუცირებული აუტიზმის ცხოველურ მოდელში განვითარებულ ოქსიდაციურ სტრესზე.
პროფესორ მარინა დევდარიანის მონაწილეობა FENS Forum 2026-ში კიდევ ერთხელ ადასტურებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობაში, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის წარმოჩენასა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა