იტვირთება...
გრუნის პროფესორი - პროფესიული განვითარების საერთაშორისო პროექტის მონაწილე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის პროფესორი - პროფესიული განვითარების საერთაშორისო პროექტის მონაწილე

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამის ასოცირებული პროფესორი - მაია მელაძე, 2026 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისამდე მონაწილეობდა PROFFORMANCE -ის პროფესიული განვითარების საერთაშორისო პროექტში - Course (Re)Design: Make Your Course Truly Student-Centred , რომლის მიზანია უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება, შეფასება და მათი პროფესიული განვითარება.

 

ორგანიზატორების მიერ გრუნის პროფესორი შეირჩა 300-ზე მეტი რეგისტრირებული მონაწილიდან.

 

პროგრამის ფარგლებში მან განაახლა სალექციო კურსი: „ეკო და სათავგადასავლო ტურიზმი“, რომლის შინაარსშიც, თანამედროვე ტურიზმის განათლების მოთხოვნების შესაბამისად, ინტეგრირებულ იქნა ციფრული ინოვაციები, საერთაშორისო და კულტურათაშორისი სწავლება, ინკლუზიური საგანმანათლებლო მიდგომები და მდგრადი განვითარების პრინციპები.

 

კურსის განახლების პროცესში გამოყენებული იქნა ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი კვლევითი მიდგომები, თანამშრომლობითი ციფრული ინსტრუმენტები, საზოგადოებაზე დაფუძნებული ტურიზმის პრაქტიკა, პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ისეთი აქტივობები, რომლებიც სტუდენტებს ამზადებს პასუხისმგებლიანი, ეთიკური და გლობალურად ორიენტირებული პროფესიული საქმიანობისთვის.

 

პროექტში წარმატებული მონაწილეობის დასტურად მაია მელაძე გახდა PROFFORMANCE-ის საერთაშორისო უმაღლესი განათლების მასწავლებელთა საზოგადოების წევრი. ამავდროულად, გრუნის პროფესორი მიიწვიეს PROFFORMANCE-ის საერთაშორისო სემინარში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2026 წლის 27-29 ოქტომბერში, ბუდაპეშტში, გაიმართება.

 

პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა, საერთაშორისო გამოცდილება და პროფესიული თანამშრომლობითი ურთიერთობები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტურიზმის განათლების, მდგრადობის, ციფრული სწავლებისა და ინტერნაციონალიზაციის შემდგომ განვითარებაში.