გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორის, მედიცინის დოქტორის -გიორგი დუღაშვილის, თანაავტორობით მომზადებული სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში: „Journal of Surgical Case Reports“ (Oxford Academic).
ნაშრომში აღწერილია იშვიათი და რთული ტრავმული შემთხვევა - ხის ტოტით გამოწვეული ტრანსდიაფრაგმული შეღწევადი ჭრილობა მრავალორგანული დაზიანებით. კვლევა წარმოაჩენს რთული კლინიკური შემთხვევის მართვის გამოცდილებას და ხაზს უსვამს თანამედროვე სამედიცინო მიდგომის, დროული გადაწყვეტილების მიღებისა და სხვადასხვა სპეციალისტის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
აღნიშნული პუბლიკაცია მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომია და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო ჩართულობასა და სამედიცინო კვლევის განვითარებაში შეტანილ წვლილს.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა