გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა, შპს ჯანდაცვის მარკეტინგის საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად, მედეა ტატიშვილის სტომატოლოგიური სპა ცენტრის პერსონალისთვის ჩაატარა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებული ტრენინგი: „პაციენტზე ორიენტირებული ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკა ექიმებისთვის“.
ტრენინგის ფარგლებში მსმენელები გაეცნენ სამედიცინო კომუნიკაციის თავისებურებებს: შეისწავლეს მტკიცებულებათა ბაზაზე შემუშავებული, პაციენტზე ორიენტირებული, ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკა, რაც მათ საშუალებას მისცემს, გაზარდონ მკურნალობის ეფექტურობა; მართონ პაციენტებთან კონფლიქტური სიტუაცია; დაიხმარონ პაციენტი მკურნალობის პროცესში მისი ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლების გზით; გაზარდონ კმაყოფილი პაციენტების რაოდენობა და მნიშვნელოვნად შეამცირონ სამედიცინო შეცდომების განვითარების რისკი.
მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატი და მიენიჭათ 6 უპგ ქულა.
ტრენინგს უძღვებოდა ჯანდაცვის მაგისტრი, ჯანდაცვის მარკეტინგის საკონსულტაციო ჯგუფის დირექტორი - სოფიო გოგელაშვილი.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა