გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის - მედიაციის, ცენტრმა 2025-2026 სასწავლო წლის საქმიანობა შეაჯამა.
ცენტრის ხელმძღვანელმა - ნინა გერსამიამ სტუდენტებთან ერთად განიხილა განხორციელებული პროექტების შედეგები და იმსჯელა სამომავლო პრიორიტეტებისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ.
აღინიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში ცენტრის საქმიანობა მიმართული იყო როგორც პროფესიული უნარების განვითარების, ისე გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების განმტკიცებისკენ. მონაწილეები ჩართული იყვნენ პრაქტიკული დავალებების შესრულებასა და როლურ სიმულაციებში, რაც მიზნად ისახავდა მედიაციისთვის მნიშვნელოვანი კომპეტენციების - ეფექტიანი კომუნიკაციის, თანამშრომლობის, კრიტიკული და კრეატიული აზროვნების, პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებასა და გაძლიერებას.
სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება, შეაფასეს განხორციელებული პროექტების შედეგები და შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც ცენტრის სამომავლო საქმიანობის დაგეგმვასა და ახალი ინიციატივების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
მედიაციის ცენტრი ახალი სასწავლო წლიდან გეგმავს ახალი საგანმანათლებლო პროექტებისა და პრაქტიკაზე დაფუძნებული სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს სტუდენტთა ჩართულობას, ხელს შეუწყობს განათლებასა და პროფესიულ პრაქტიკას შორის კავშირის განმტკიცებასა და სტუდენტების პროფესიული კომპეტენციების განვითარებას.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრი თანმიმდევრულად გააგრძელებს ისეთი აკადემიური გარემოს ფორმირებას, რომელიც სწავლების პრაქტიკულ კომპონენტს, პროფესიული უნარების განვითარებასა და სტუდენტთა პიროვნულ ზრდას ეფუძნება და მომავალი მედიატორებისა და სამართლის სფეროს პროფესიონალების მომზადების უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა