იტვირთება...
სოფო კილაძე - მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრების მონაწილე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სოფო კილაძე - მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრების მონაწილე


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო კილაძე, მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობდა გაეროს ხელოვნური ინტელექტის გლობალური დიალოგისა და საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის - AI for Good, გლობალური სამიტის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის ღონისძიებებში.

 

გაეროს წევრი სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეებისადმი მიმართვისას სოფო კილაძემ ისაუბრა იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით უკავშირდება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა „ბავშვის უფლებებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ერთობლივი განცხადების“ მნიშვნელობაზე, რომელიც ამ სფეროში პირველი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტია.

 

აღნიშნული დოკუმენტი 2026 წელს ოფიციალურად მიიღო გაეროს 13 ორგანიზაციამ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის (CRC), საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირისა (ITU) და იუნისეფის (UNICEF) თანალიდერობით, რაც ბავშვის უფლებებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.

 

აღსანიშნავია, რომ ამ ისტორიული დოკუმენტის მომზადების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა უმასპინძლა 2025 წლის 10-12 მარტს. სწორედ ამ ფორუმზე დაიწყო ერთობლივი განცხადების შინაარსობრივი განხილვა, რომელმაც შემდგომში საერთაშორისო სამართლებრივი აღიარება მოიპოვა.