იტვირთება...
სტუდენტური კონფერენცია - „ახალგაზრდული პოლიტიკა“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტური კონფერენცია - „ახალგაზრდული პოლიტიკა“


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, იუვენოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართა სტუდენტური კონფერენცია: „ახალგაზრდული პოლიტიკა“.

 

უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის, ჯანდაცვისა და სამართლის მიმართულებების სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს თვითმართველობის, რეგიონალური განვითარების, განათლების, ხელოვნური ინტელექტის, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის, ნარკომანიისა და აზარტული თამაშების შემზღუდველი პოლიტიკის შესახებ.

 

ახალგაზრდა მკვლევრების მოსაზრებებმა შეხვედრას დისკუსიის ფორმა შესძინა და გრუნის პროფესორების აქტიური მონაწილეობაც განაპირობა.

 

კონფერენციაზე ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა სამეცნიერო აქტივობებში, დებატებსა და დისკუსიებში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების მონაწილეობის აუცილებლობის შესახებ.

 

ზოგიერთი სტუდენტი პირველად ჩაერთო კონფერენციის მუშაობაში, თუმცა, მათმა თავდაჯერებულობამ, პრეზენტირების ხარისხმა და გადმოცემის უნარმა გრუნის პროფესორების დიდი მოწონება დაიმსახურა.