2026 წლის 24-30 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მიწის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, თორნიკე მერებაშვილი, სამეცნიერო ვიზიტით ბუდაპეშტში იმყოფებოდა.
გრუნის პროფესორი მონაწილეობდა ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ შედარებითი სამართლის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელზეც წარადგინა მოხსენება: “Selected Issues in Land Law Regulation - Key Elements of the Land Register under Georgian Law”.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა აკადემიური და პროფესიული შეხვედრები ELTE-ის იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლებთან, მათ შორის , აგრარული სამართლის დეპარტამენტის პროფესორებთან - კლარა ბაკთან და მარია რეტისთან, ასევე, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის დირექტორთან, დანიელ ტაკაჩთან. შეხვედრების ფარგლებში განიხილეს მიწის სამართლისა და უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციის აქტუალური საკითხები, შედარებით - სამართლებრივი კვლევის მიმართულებები და სამომავლო აკადემიური თანამშრომლობის შესაძლებლობები.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა