იტვირთება...
სტუდენტური კონფერენცია: ჩემი პირველი სამეცნიერო ნაშრომი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტური კონფერენცია: ჩემი პირველი სამეცნიერო ნაშრომი


2026 წლის 6 ივლისს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, სტომატოლოგიის სკოლის ორგანიზებით, გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „ჩემი პირველი სამეცნიერო ნაშრომი“.

 

კონფერენცია მიზნად ისახავდა სტუდენტებში კვლევითი უნარების განვითარებას, სამეცნიერო აზროვნების ხელშეწყობასა და აკადემიური წერის კულტურის გაძლიერებას. სტომატოლოგიის სკოლის სტუდენტებმა წარმოადგინეს პირველი სამეცნიერო ნაშრომები, განიხილეს თანამედროვე სტომატოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, კლინიკური პრაქტიკის გამოწვევები, პრევენციული მიდგომები და პაციენტის მოვლის თანამედროვე სტანდარტები.

 

ღონისძიება დასრულდა დისკუსიით, მონაწილეებმა აკადემიური პერსონალისაგან მიიღეს საყურადღებო რჩევები და რეკომენდაციები.