გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკისა და მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები - კესო შეყილაძე, ნიკოლოზ ვარდიაშვილი და ვიქტორ ებანოიძე - მონაწილეობდნენ საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში Erasmus+ Youth Exchange – „Chasing European Dreams“, რომელიც ურეკში გაიმართა.
პროექტის მიზანი იყო ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია, კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა, კრიტიკული აზროვნების განვითარება და დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ მდგრადობის გაძლიერება.
პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე პოლონელმა, ქართველმა, უკრაინელმა, მოლდაველმა, სომეხმა, ჩეხმა და კვიპროსელმა ახალგაზრდებმა იმსჯელეს არაფორმალური განათლების მეთოდების, ევროპული ინტეგრაციის, დემოკრატიული ღირებულებების, აქტიური მოქალაქეობისა და თანამედროვე საზოგადოებაში ახალგაზრდების როლის შესახებ.
პროექტი დაეხმარა ახალგაზრდებს, გაეღრმავებინათ ცოდნა ევროკავშირის, დემოკრატიული პროცესებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ, ასევე, განევითარებინათ გუნდური მუშაობის, ლიდერობისა და კომუნიკაციის უნარები.
პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იყო კულტურული საღამოები, სადაც მონაწილეებმა თავიანთი ქვეყნების კულტურა, ტრადიციები, ეროვნული ღირებულებები და სამზარეულო წარადგინეს. ქართველმა მონაწილეებმა საერთაშორისო აუდიტორიას გააცნეს საქართველოს კულტურული მრავალფეროვნება, ტრადიციები და ქართული ეროვნული კერძები, რამაც დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, მიიღონ ახალი ცოდნა და გამოცდილება მრავალკულტურულ გარემოში, გაიფართოონ პროფესიული და აკადემიური ხედვა.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა