იტვირთება...
გრუნის დოქტორანტი საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის დოქტორანტი საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი - თამარ იმნაიშვილი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს.

 

2026 წლის 21 ივნისს გამართულ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრებაზე ასოციაციის წევრებმა თავმჯდომარის პოზიციაზე თამარ იმნაიშვილს ერთხმად გამოუცხადეს ნდობა. აღნიშნული გადაწყვეტილება ასოციაციის საქმიანობის განვითარების ახალ ეტაპს უკავშირდება და ხაზს უსვამს პროფესიული საზოგადოების ნდობას მისი მრავალწლიანი საქმიანობისა და გამოცდილების გამო.

 

თამარ იმნაიშვილი საქართველოს მედიატორთა ასოციაციის საქმიანობაში მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად არის ჩართული. 2019 წლიდან ის ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრია, ხოლო 2020 წლიდან - ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. მედიაციის სფეროში დაგროვილი პრაქტიკული და მმართველობითი გამოცდილება მნიშვნელოვანი წინაპირობაა ასოციაციის ინსტიტუციური განვითარებისა და პროფესიული სტანდარტების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ულოცავს თამარ იმნაიშვილს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევას და წარმატებას უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში, რომელიც მიმართულია საქართველოში მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისა და გაძლიერებისკენ.