2026 წლის 24 ივნისს გაეროს პასუხისმგებლიანი მენეჯმენტის განათლების პრინციპების (UN PRME) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (CEE) დანაყოფის - Coffee Series, ფარგლებში გამართულ სესიაზე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრმა წარადგინა პრეზენტაცია უნივერსიტეტისა და ცენტრის საქმიანობის, მიღწევებისა და მდგრადი განვითარების სტრატეგიული ხედვის შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ გაწეულ მუშაობას პასუხისმგებლიანი მენეჯმენტის განათლების (Responsible Management Education - RME) მიმართულებით, ასევე, მდგრადი განვითარების მიზნებისა (SDGs) და PRME-ის პრინციპების ინტეგრირების საკითხს სწავლებისა და კვლევის პროცესში.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი UN PRME-ის ოფიციალური ხელმომწერი წევრია.
პრეზენტაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა უნივერსიტეტის ერთგულება ეთიკური ლიდერობის, მდგრადი განვითარების, ინკლუზიური განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპების მიმართ, რაც სრულად შეესაბამება PRME-ის მისიასა და 2030 წლის დღის წესრიგს (Agenda 2030).

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა