2026 წლის 19 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი პარტნიორის სტატუსით მონაწილეობდა საგანმანათლებლო პროექტში: „ტრეიდინგისა და ინვესტიციების ფორუმი 2026“, რომელიც Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში გაიმართა.
ფორუმმა გააერთიანა ფინანსური ბაზრებით, ტრეიდინგით, ინვესტიციებითა და ფინანსური განათლებით დაინტერესებული ახალგაზრდები, პროფესიონალები და სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები, პროფესიული შეხვედრები, პარტნიორთა დაჯილდოება და ტრეიდინგის ჩემპიონატი.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა გრუნის რექტორის მოადგილე, პროფესორი ვახტანგ ჭარაია, რომელმაც ისაუბრა ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და თანამედროვე ეკონომიკურ გარემოში პრაქტიკული ცოდნის როლზე.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მუდმივად უჭერს მხარს ისეთ საგანმანათლებლო და პროფესიულ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას, ინოვაციური იდეების წახალისებასა და კარიერული შესაძლებლობების გაფართოებას.
უნივერსიტეტი მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს, მონაწილეებს, სპიკერებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდების საგანმანათლებლო და პროფესიული პროექტების მხარდაჭერას.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა