გრუნის იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზში სასწავლო დისციპლინის - „სამოქალაქო საპროცესო სამართალი (პრეკლინიკა)“ - ფარგლებში, გაიმართა სამოქალაქო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ: სამართლის სკოლის პროფესორი - ზურაბ ძლიერიშვილი და დოქტორანტი - ქეთევან გაბრიჭიძე.
პროცესზე სტუდენტებმა წარმოადგინეს სხვადასხვა სამართლებრივი ქეისი, რაც მათი თეორიული ცოდნის ერთგვარი დადასტურებაა და მნიშვნელოვანია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გასავითარებლადაც. სტუდენტებმა რეალურ, პროფესიულ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ ვითარებაში გამოავლინეს: სამართლებრივი არგუმენტაციის, ანალიზის, საჯარო გამოსვლისა და პროფესიული კომუნიკაციის უნარები.
სწავლა-სწავლების პრაქტიკული კომპონენტი ხელს უწყობს სტუდენტთა პროფესიული კომპეტენციების ჩამოყალიბებასა და სამართლებრივი აზროვნების დახვეწას.
იმიტირებული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, პროფესორმა ზურაბ ძლიერიშვილმა შეაჯამა სტუდენტების საქმიანობა, დადებითად შეაფასა მათ მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი პოზიციები და მნიშვნელოვანი რჩევები და რეკომენდაციები გაუზიარა პროცესის მონაწილეებს.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა