მედიაციის ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულმა ახალგაზრდებმა პროფესიული პრაქტიკა საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში გაიარეს.
საგაზაფხულო სემესტრის პრაქტიკულ მეცადინეობაში მონაწილეობდა ექვსი სტუდენტი: ლიზი უბირია, ლიზა გარსევანიშვილი, მარიამ ლომთაძე, ლიკა ხუნჩუკაშვილი, ანო გულუაშვილი და თამთა ალანია. მათთან ერთად, წელს პირველად, მედიაციის პროცესებს აკვირდებოდნენ მედიაციის პროექტის გამარჯვებული მოსწავლეები: თანანა კანკია და სალომე გელაშვილი, რომლებმაც წარმატებული ასპარეზობისათვის გრუნის 100%-იანი სასწავლო გრანტი მოიპოვეს.
სტუდენტები და მოსწავლეები სხვადასხვა პრაქტიკული დავალების შესრულებასთან ერთად, როლურ თამაშებსა და მომავალი მედიატორების შეფასების პროცესშიც იყვნენ ჩართული, მიღებული გამოცდილებით ახალგაზრდებმა თეორიული ცოდნა რეალურ პროფესიულ გარემოში გამოსცადეს და გაიღრმავეს პრაქტიკული უნარები.
პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტები მენტორ-მედიატორის ზედამხედველობით ასრულებდნენ მედიაციის პროცესებში პასიური მონაწილეობის ფუნქციას, აკვირდებოდნენ მიმდინარე საქმეებს და აანალიზებდნენ ეთიკურ, სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებს.
პრაქტიკის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს პროგრამის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებასა და შესაბამის კომპეტენციას.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა