გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მონაწილეობდა გაეროს პასუხისმგებლიანი მენეჯმენტის განათლების პრინციპების (UN PRME) პედაგოგიკის სასერტიფიკატო სესიაში.
უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, როგორც PRME-ის ოფიციალური წევრი ინსტიტუციის წარმომადგენელს, შესაძლებლობა ჰქონდა, ჩართულიყო საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავდა პასუხისმგებლიანი მენეჯმენტის განათლების პრინციპების ეფექტიან ინტეგრირებას სწავლა-სწავლების პროცესში. სასერტიფიკატო სესიას ესწრებოდნენ გრუნის პროფესორები: მეჰდი მაჯიდი, ვახტანგ ჭარაია, თამარ ბიწაძე, ნინო საჩალელი, ნინა გერსამია, ელისო ჩაფიძე, ნინო რაჭველიშვილი, მაია მელაძე, ოთარ გერზმავა, მაია გოგიაშვილი და თამარ კაპანაძე.
სესიის მონაწილეებმა შეისწავლეს და გააანალიზეს თანამედროვე პედაგოგიკური მიდგომები, მათ შორის: სისტემური აზროვნება, გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სასწავლო პროცესში და სხვა. სესიის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები.
უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის სესია მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, გაცნობოდა ამ სფეროში არსებულ თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკასა და მიდგომას.
PRME-ის პედაგოგიკის სასერტიფიკატო სესიაში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მონაწილეობას კოორდინაციას უწევდა უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრი.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა