იტვირთება...
გრუნის დოქტორანტის ახალი კვლევა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის დოქტორანტის ახალი კვლევა

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში - “Media4u Magazine”, გამოქვეყნდა გრუნის დოქტორანტის - მანანა გოგაშვილის, ახალი კვლევა - „დემოკრატიულ საზოგადოებებში მორჩილების შეფასება: სამოქალაქო და მედიაგანათლება ქსელურ საზოგადოებებში”.

 

ავტორი განიხილავს დაქვემდებარებას, როგორც ისტორიულად ადაპტირებულ და სოციალურად აქტიურ უნარს, რომელიც ძალაუფლების ბიუროკრატიულ და ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში არსებობს. მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო და მედიაგანათლების აუცილებელობაზე იმისთვის, რომ მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა, კანონიერი დაქვემდებარების პირობებში, არ დაკარგონ პასუხისმგებლობის გრძნობა, დაემორჩილონ სამართლებრივ რეჟიმს, მაგრამ , ამავდროულად, შეინარჩუნონ ავტონომია, ინსტიტუციური „ნდობა“ და დემოკრატიული ინიციატივა.

 

სტატია იხილეთ ბმულზე: https://media4u.cz/mm022026.pdf