2026 წლის 8-10 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კლინიკური უნარების ცენტრში, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, როტერდამის სამედიცინო ცენტრისა და ერასმუსის უნივერსიტეტის სერტიფიცირებულ ტრენერების მიერ ჩატარდა სამედიცინო განათლებისა და სიმულაციური სწავლების ტრენინგი.
სამედიცინო პერსონალის გადამზადების მიზნით გამართულ ტრენინგებში მონაწილეობდნენ: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კლინიკური უნარების ცენტრის ტრენერთა გუნდი, საუნივერსიტეტო კლინიკა „პინეოს“ ექიმები, Erebuni Medical Academy-ისა (სომხეთი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები.
სამდღიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა გაიარეს პრაქტიკული და თეორიული კურსი სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმის (BLS), პაციენტის პირველადი შეფასებისა და სტაბილიზაციის (ABCDE მიდგომა), ინტერკულტურული კომუნიკაციისა და სიმულაციური სწავლების ტრენერთა მომზადების მიმართულებებით.
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ ევროპის რეანიმაციის საბჭოსა და როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის მიერ აღიარებული სერტიფიკატები.
პროექტის მიზანი იყო რეგიონში სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესება, თანამედროვე სასწავლო მეთოდების გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში სიმულაციური სწავლების შესაძლებლობების გაძლიერება.
გრიგოლ რობაქიძისა და როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია ახალი საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს სამედიცინო განათლებისა და სიმულაციური სწავლების შემდგომ განვითარებას როგორც საქართველოში, ისე რეგიონში.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა