იტვირთება...
გრუნის სტუდენტებმა დებატების კონკურსში საპრიზო ადგილი მოიპოვეს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტებმა დებატების კონკურსში საპრიზო ადგილი მოიპოვეს


სტუდენტური ფესტივალი 2026-ის ფარგლებში გაიმართა დებატების კონკურსი, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და სიმულაციურ აქტივობას. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს სტუდენტებში არგუმენტებული მსჯელობის, კრიტიკული ანალიზისა და საჯარო კომუნიკაციის უნარების განვითარებას.

 

კონკურსის თემამ - საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება - მონაწილე გუნდებს შესაძლებლობა მისცა, განეხილათ გარემოსდაცვითი გამოწვევები და აკადემიური დისკურსის ფორმატში წარმოედგინათ მათი გადაჭრის შესაძლო სტრატეგია.

 

კონკურსის შედეგების მიხედვით, მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის გუნდმა, კერძოდ, მედიაციის ცენტრის სტუდენტებმა: გიორგი ამირხანიანმა, ნინი გვასალიამ და თინათინ მჭედლიშვილმა.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს მიღწეულ წარმატებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აკადემიურ-საგანმანათლებლო ინიციატივებში აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუდენტთა პროფესიული და ინტელექტუალური განვითარების პროცესში.