2026 წლის 4-5 ივნისს თბილისში გაიმართა ევროკავშირის სამართლის საერთაშორისო კონფერენცია, რომელმაც გააერთიანა აკადემიურ წრეები, სამართლის სპეციალისტები და პოლიტიკოსები ევროკავშირის სამართლისა და კანდიდატი ქვეყნების ინტეგრაციის საკითხების განსახილველად.
კონფერენციაში სპიკერისა და მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი - გიგა თვაური. მისი მოხსენება შეეხებოდა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტსა და მის მნიშვნელობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური, სამართლებრივი და ფიზიკური კავშირის გაძლიერებაში, კერძოდ:
საქართველოს ევროპულ ენერგეტიკულ ბაზართან ინტეგრაციაში, განახლებადი ენერგიის ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებაში, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებასა და ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობაში. ყურადღება გამახვილდა როგორც ეკონომიკურ სარგებელზე, ისე ევროკავშირის სამართლებრივ და მარეგულირებელ ჩარჩოებთან შესაბამისობის მნიშვნელობაზე.
კონფერენციის მონაწილეებმა, ასევე, იმსჯელეს ევროკავშირის სამართლის თანამედროვე გამოწვევების, მმართველობისა და კანდიდატი ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა