საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გრუნის პროფესორმა - ირაკლი ყანდაშვილმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია: „როგორ გავხდე ადვოკატი?“.
პროფესორმა სტუდენტებთან ადვოკატთა ასოციაციისა და თითოეული ადვოკატის იმ მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა, რომელიც მათ ქვეყანაში სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების განვითარებაში აკისრიათ.
ასოციაციის თავმჯდომარემ სტუდენტებს დეტალურად გააცნო ადვოკატის პროფესიის სპეციფიკა, პროფესიული ეთიკის მნიშვნელობა, პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და ის ეტაპები, რომელთა გავლაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გასაწევრიანებლად არის აუცილებელი.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა