იტვირთება...
გრუნის სტუდენტები საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობდნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტები საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობდნენ


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტები - ნინო ჩაჩანიძე და მარიამ ღვინიაშვილი, მონაწილეობდნენ საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში — „Entrepreneurship Programme for Unemployed Youth“, რომელიც თურქეთში, გაზიანთეფში გაიმართა.

 

პროექტი განხორციელდა Erasmus+-ის ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, გრუნის პარტნიორი ორგანიზაცია „დრონის” მხარდაჭერით და მიზნად ისახავდა მონაწილეებში ბიზნესაზროვნების განვითარებასა და ეკონომიკური აქტივობის წახალისებას. მოწვეულმა სპიკერებმა და დარგის ექსპერტებმა ახალგაზრდებთან უმუშევრობისა და სამეწარმეო უნარების განვითარების საკითხები განიხილეს და თავიანთი გამოცდილებაც გაუზიარეს პროექტის მონაწილეებს.

 

ამასთან, გრუნის სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ გუნდურ დავალებებსა და სიმულაციურ თამაშებშიც. პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული აქტივობა იყო „თურქული ბაზრის“ სიმულაცია, რომლის ფარგლებში მონაწილეებს დაევალათ რეალურ დროში თავისი ქვეყნის ცნობილი პროდუქტის წარდგენა, მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და გაყიდვების განხორციელება.

 

პროექტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა და ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა, არსებული გამოწვევები ახალ შესაძლებლობად გარდაექმნათ.

 

პროექტში მონაწილეობა სრულად დაფინანსდა Erasmus+-ის მიერ.