ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს საპატრიარქოსა და გრუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ლექცია „კონფლიქტი და მედიაცია ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში“.
მოწვეულმა პროფესორმა ისაუბრა ქართულ ლიტერატურაში ასახული კონფლიქტების მრავალფეროვნების, წარმოშობის მიზეზებისა და მედიაციით მათი მოგვარების შესაძლებლობების შესახებ. დეტალურად გაანალიზა სხვადასხვა ეპოქის ქართულ მწერლობაში მოცემული მითოლოგიურ-ეპიკური, სოციალური, ეპოქალური, სისტემური და ადამიანის შინაგანი კონფლიქტები, იმდროინდელ საქართველოში არსებული მედიატორის ინსტიტუტი და ზოგადად, კონფლიქტის მოგვარების განმსაზღვრელი ფაქტორები, რომლებიც ხშირად განპირობებული იყო საზოგადოებრივი წეს-ჩვეულებებით, ტრადიციებით, სოციალური უთანასწორობითა თუ პროგრესული იდეებით, კომპრომისის ძიება კი ზოგჯერ ტრაგიკულადაც სრულდებოდა.
ლექციის დასასრულს მოწვეულმა სტუმარმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.
გრუნი განაგრძობს საქართველოს საპატრიარქოსა და მეცნიერების ეროვნულ აკადემიასთან ერთად სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების ორგანიზებას, რომელიც ხელს უწყობს აკადემიურ დიალოგს, კულტურული მემკვიდრეობის საგანძურის გაცნობასა და ახალგაზრდების ინტელექტუალურ განვითარებას.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა