იტვირთება...
მედიაციის ყოველწლიური სამეცნიერო-პრაქტიკული სიმპოზიუმი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მედიაციის ყოველწლიური სამეცნიერო-პრაქტიკული სიმპოზიუმი


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მეორე ყოველწლიური სამეცნიერო-პრაქტიკული სიმპოზიუმი გაიმართა. ღონისძიება კერძო მედიაციის მხარდაჭერას, მედიატორის პროფესიის გაძლიერებასა და პროფესიული დიალოგის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

 

სიმპოზიუმი გაიმართა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მხარდაჭერით და მას უძღვებოდა იდეის ავტორი და ორგანიზატორი, “EEDR - მედიაციის ცენტრის” ხელმძღვანელი - ნინა გერსამია.

 

სიმპოზიუმის მუშაობაში 60-მდე ლიცენზირებული პრაქტიკოსი მედიატორი მონაწილეობდა. სიმპოზიუმს, ასევე, ესწრებოდნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები, მედიაციის ცენტრის აქტიური წევრები.

 

ღონისძიების ორგანიზატორთა მიერ იმთავითვე განისაზღვრა სიმპოზიუმის მიზნები, გამოწვევები და მათი დაძლევის გზები, რამაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა კიდეც ღონისძიების წარმატება.

 

სიმპოზიუმის მონაწილეებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე. მან ისაუბრა მედიაციის ინსტიტუტის განვითარების მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ. გამოთქვა ცენტრის საქმიანობისა და პროფესიული საზოგადოების გაძლიერების მხარდაჭერის მზადყოფნა.

 

სიმპოზიუმის ჯგუფურ სესიებს ფასილიტაციას უწევდა საქართველოს ადოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, გრუნის პროფესორი, ირაკლი ყანდაშვილი და მედიატორთა ასოციაციის დირექტორი - თამარ იმნაიშვილი.

 

სიმპოზიუმზე განიხილეს მედიაციის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები, მათ შორის: „EEDR – მედიაციის ცენტრის“ მედიატორთა განახლებული რეესტრის ფორმირება, კერძო სამედიაციო ცენტრის ფარგლებში საქმიანობის წარმოების სტანდარტები, მედიაციის მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული სიახლეები და სხვ.

 

სიმპოზიუმის მონაწილეებს გადაეცათ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და „დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის – მედიაციის ცენტრის“ ერთობლივი სერტიფიკატები.