2026 წლის 1-7 მაისს გრუნის პარტნიორი ახალგაზრდული ასოციაციის - „დრონი“, მხარდაჭერით, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი, ანი დანელია, მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტში - „Boosting Advocacy“.
პროექტი Erasmus+ - ის მიერ პოლონეთში, რაბკაში, განხორციელდა და მისმა მონაწილეებმა განიხილეს ადვოკატირების არსი, მისი გავლენა საზოგადოებრივ პროცესებზე, იდეების ქმედებად ქცევა, გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტებთან ეფექტური კომუნიკაცია, პოზიტიური ცვლილებების მხარდასაჭერად ფაქტებზე დაფუძნებული მყარი არგუმენტების გამოყენება და სხვა საკითხები.
საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები ახალი აკადემიური თუ პრაქტიკული ცოდნის გაზიარების გარდა ხელს უწყობს პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთგაგების, ტოლერანტობისა და კულტურული მრავალფეროვნების განვითარებას.
საერთაშორისო პროექტი სრულად იქნა დაფინანსებული საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის „Erasmus+“-ის მიერ.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა