გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი უწყვეტად განაგრძობს მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვას.
2026 წლის 21-22 მაისს გრუნის მედიცინის სკოლამ Erasmus+ -ის საერთაშორისო პროექტის - LIFESTREND - ფარგლებში, ზუგდიდის №1 და №4 საჯარო სკოლების მოსწავლე ახალგაზრდებისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ჩაატარა ტრენინგი პირველადი დახმარების შესახებ.
ტრენინგის მიზანი იყო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების განვითარება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაძლიერება და საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნა.
პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ აქტივობებს, მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა გადაუდებელი მდგომარეობის დროს სწორი რეაგირების შესახებ.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა