გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის - Erasmus + - ის ფარგლებში, სტუმრობდა პორტუგალიის პორტოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ხოსე მანუელ აზევედო.
მოწვეულმა პროფესორმა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სტუდენტებთან წაიკითხა ლექციები ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ჟურნალისტიკის შესახებ.
გრუნის რექტორთან, პროფესორ მამუკა თავხელიძესთან, შეხვედრაზე მანუელ აზევედომ განიხილა შემდგომი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
პორტუგალიელმა პროფესორმა დაათვალიერა უნივერსიტეტის სასწავლო გარემო: მულტიმედიაცენტრი, კრიმინალისტიკის ლაბორატორია, შეხვდა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა დეკანს ნინო შოშიტაშვილსა და საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრის ხელმძღვანელს თამარ თავხელიძეს, აღფრთოვანება გამოხატა გრუნის სასწავლო-მატერიალური ბაზით.
ქართველმა მასპინძლებმა პორტოს უნივერსიტეტის დეკანს თბილისის ღირსშესანიშნაობები და კულტურაც გააცნეს.
გრიგოლ რობაქიძისა და პორტოს უნივერსიტეტების თანამშრომლობა გრძელდება.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა