იტვირთება...
გრუნის პროფესორი - ELFA-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის პროფესორი - ELFA-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი - ნინო ლიპარტია, უნივერსიტეტის მხარდაჭერით, მონაწილეობდა ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ყოველწლიური კონფერენციის მუშაობაში, რომელიც გაიმართა ბილბაოში, დეუსტოში.

 

კონფერენცია მრავალფეროვანი თემატიკით გამოირჩეოდა და განიხილავდა სამართლის სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებსა და გამოწვევებს:

  • ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია იურიდიულ განათლებაში;
  • AI-ის გამოყენების პრაქტიკული შესაძლებლობები სამართლის სფეროში;
  • ტექნოლოგიის სწრაფ განვითარებასთან დაკავშირებული რისკები და გამოწვევები;
  • სამართლებრივი განათლების ტრანსფორმაცია AI-ის ეპოქაში.

 

პანელურმა დისკუსიებმა და პროფესიულმა დიალოგმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამართლის სფეროზე და საჭიროებს გააზრებულ, პასუხისმგებლიან და სტრატეგიულ მიდგომას.

 

კონფერენციამ, ასევე, შექმნა მნიშვნელოვანი პლატფორმა საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ახალი პარტნიორების შესაძენად და სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის დასაგეგმად.

 

კონფერენციის მონაწილე 20-მდე უნივერსიტეტის წარმომადგენელმა გამოთქვა გრუნისთან თანამშრომლობის სურვილი.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი 2012 წლიდან ELFA-ს წევრია.