ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, ოფიციალურად გაიხსნა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენა „EXPO-ბათუმი 2026.“
გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ამირან მესხიშვილი, მოადგილე ხარისხის უზრუნველყოფის, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საკითხებში გულო თურმანიძე და გრუნის ტურიზმის მიმართულების პროფესორები: გიორგი გოგიტიძე, ნინო ხახუბია, ჯუმბერ შაინიძე და თემურ ზოიძე.
პროფესიული სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში, გამოფენის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდნენ გრუნის ტურიზმის მიმართულების სტუდენტები. ისინი სტუმრობდნენ: ირანის, თურქეთისა და აზერბაიჯანის საელჩოებს, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს, ბათუმის მერიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, ქუთაისის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს, პრომეთეს მღვიმეს, თეთრას მღვიმეს, სასტუმრო „პრომეთეს“, გაეცნენ ბალნეოლოგიური და გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებებს და მიიღეს დიდი გამოცდილება. გამოფენის მომზადებაში სულ მონაწილეობდა 9 სტუდენტი: ლუკა ნაკაშიძე, ლუკა ხინკილაძე, თამუნა ვარშანიძე, სოფიკო ბოლქვაძე, მარიამ ქამადაძე, დაიანა რიჟვაძე, ლანა მჟავანაძე, თამთა ართმელაძე და მაიკო ნაკაიძე.
2 მაისს გამოფენა წარმატებით დასრულდა, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, გაიცა კომპანიების მიერ სპეციალურად მომზადებული პრიზები.
წლევანდელ გამოფენაში 100-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული კომპანია მონაწილეობდა. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო სექტორის წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, სიახლეებისა და ინოვაციების გაცვლა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება. სტუდენტები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პრიზით. ლუკა ხინკილაძეს კი სპეციალური ჯილდო გადასცა ვიქტორია მელნიჩუკმა - „მაგნოლია 2025“-ის მიერ დასახელებულმა წლის ბლოგერმა.
გრუნი მადლობას უხდის ექსპო ბათუმის დირექტორს და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარეს ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძეს სტუდენტების მხარდაჭერისა და პროფესიული/პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა