იტვირთება...
გრუნის თეატრალურმა დასმა ახალი სპექტაკლი წარმოადგინა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის თეატრალურმა დასმა ახალი სპექტაკლი წარმოადგინა


2026 წლის 4 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტთა თეატრალურმა დასმა, ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტთა მონაწილეობით, ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე წარმოადგინა ახალი სპექტაკლი - „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“. წარმოდგენა ლაშა თაბუკაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგა რეჟისორმა, გრუნის თეატრალური დასის ხელმძღვანელმა, როინ დვალმა.

 

სპექტაკლში მონაწილეობდნენ გრუნის ტურიზმის, სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები: ანრი კეკელიძე, ლუკა შავლიძე, ელენე გორგილაძე, ანი ქათამაძე, მარიამ კახიძე, ნოკო მირცხულავა, ლაშა მიქაშავიძე, ვანო ნაცვალაძე და გიორგი ჯაყელიძე, რომლებმაც თავიანთი გულწრფელი შესრულებით სპექტაკლს განსაკუთრებული სიცოცხლე შესძინეს, მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურეს და თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობებიც წარმოაჩინეს.

 

გრუნის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული ლაშა მიქაშავიძე ასე აფასებს სპექტაკლს:

 

„ეს იყო შესაძლებლობა, საკუთარ საზღვრებს გავცდენოდი და სხვა რეალობაში მეცხოვრა. ვფიქრობ, გამოვიდა სპექტაკლი, რომელიც მაყურებელს ბევრ რამეზე დააფიქრებს, ხოლო შესრულება თქვენთვის მიგვინდია“.

 

პრემიერას ესწრებოდნენ: გრუნის ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ამირან მესხიშვილი, მისი მოადგილე გულო თურმანიძე და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელები.

 

ეს საღამო არ ყოფილა მხოლოდ თეატრალური წარმოდგენა, იგი იქცა ემოციებით სავსე შეხვედრად წარსულთან, დღევანდელობასთან და იმ მომავალთან, რომლის შექმნის პასუხისმგებლობაც სწორედ ამ თაობას აკისრია.