იტვირთება...
გრუნის პროფესორი - ევროპის პედიატრიული აკადემიის ყოველწლიური ფორუმის მონაწილე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის პროფესორი - ევროპის პედიატრიული აკადემიის ყოველწლიური ფორუმის მონაწილე


2026 წლის 30 აპრილს - 3 მაისს თბილისში გაიმართა ევროპის პედიატრიული აკადემიის ყოველწლიური ფორუმი და მასტერკლასი.

 

ფორუმის მუშაობაში, აკადემიის „ეროვნული წევრის“ სტატუსით, მონაწილეობდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ლიანა სირაძე.

 

გრუნის პროფესორმა ფორუმზე წარადგინა უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევა, რომელიც ეხება მძიმე მეტალით მოწამვლის ადრეული დიაგნოსტიკის ლაბორატორიულ ნიშნულებსა და ეროვნული მასშტაბით პრევენციის რეკომენდაციას.

 

კვლევამ ფორუმის მონაწილეთა მოწონება დაიმსახურება და გამოქვეყნდება აკადემიის პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალში “Acta Paediatrica”.