გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის სკოლის პროფესორი, გრუნის სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, სასწავლო-კვლევითი და კლინიკური ცენტრის - „გრუნივერსი“, ხელმძღვანელი - ნინო წილოსანი, უნივერსიტეტის დაფინანსებით, მონაწილეობდა ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის ტრენინგებში, რომელიც რამდენიმე ეტაპად წარიმართა და განხილულ იქნა სამედიცინო განათლების სისტემის სამი ძირითადი კომპონენტი: სამედიცინო განათლების ძირითადი ასპექტები, შეფასების მეთოდოლოგია და მასწავლებელთა შეფასების ახალი მეთოდი - OSTE.
- Essential skills in medical education (Trevor Gibs);
- Essential skills in assessment methods in medical education (Trevor Gibs);
- Evaluating the Teacher - International (David Tailor).
ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია (AMEE), რომელიც აერთიანებს ხუთი კონტინენტის 90-ზე მეტი ქვეყნის უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელს, ეროვნულ ასოციაციებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, ხელს უწყობს ჯანდაცვის განათლებაში სრულყოფილების მიღწევას ქსელური კავშირებით, კვლევითა და პროფესიული განვითარებით. AMEE ფოკუსირებულია ჯანდაცვის სფეროში სწავლების მეთოდების, შეფასებისა და სწავლების დაგეგმვის გაუმჯობესებაზე.
აღსანიშნავია, რომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სულ ახლახან გახდა ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის წევრი.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა