საქართველოს იუსტიციის სახლსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
იუსტიციის სახლის ინიციატივა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, აკადემიური ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში განამტკიცონ და სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესს უშუალოდ იუსტიციის სახლში გაეცნონ, რაც მათ პროფესიულ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
ხელმოწერის ცერემონიალს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობა ითვალისწინებს ახალგაზრდების მხარდაჭერას არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებშიც, რაც უზრუნველყოფს განათლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თანაბარ ხელმისაწვდომობას ქვეყნის მასშტაბით.
უნივერსიტეტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა გრუნის კანცლერმა - გიორგი თავხელიძემ.
თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოში მოქმედ 9 სახელმწიფო და 7 კერძო უნივერსიტეტთან გაფორმდა.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა