იტვირთება...
გრუნის მედიაციის ცენტრი - საერთაშორისო ვებინარის მონაწილე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის მედიაციის ცენტრი - საერთაშორისო ვებინარის მონაწილე


გრუნის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის - მედიაციის, ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ევროპისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციების ორგანიზებით გამართული საერთაშორისო ვებინარის მუშაობაში: „ხელოვნური ინტელექტი და მედიაციის თანამედროვე გამოწვევები“.

 

ვებინარს წარმართავდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი. განიხილეს: მედიაციის პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციასთან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევები, ასევე, მისი განვითარების პერსპექტივები და გავლენა დავების ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროზე.

 

ვებინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ნიდერლანდების, იტალიის, ლონდონის, სინგაპურის, გერმანიისა და ესპანეთის წამყვანი მედიატორები და ადვოკატები, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ საერთაშორისო მნიშვნელობას სძენს.

 

ვებინარზე საინტერესო მოსაზრებები წარმოადგინეს: პროფესორმა იან ვან ზვიეტენმა - ნიდერლანდების ეროვნული ბიზნესაკადემიის დირექტორმა; დოქტორმა მარკ მაკლაფლინმა - სინგაპურის საერთაშორისო დავების გადაწყვეტის აკადემიის წარმომადგენელმა; დოქტორმა გრეგ ბონდმა - გერმანია.

 

ვებინარის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.