იტვირთება...
გრუნის პროექტების გამარჯვებული მოსწავლეები ჟენევიდან დაბრუნდნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის პროექტების გამარჯვებული მოსწავლეები ჟენევიდან დაბრუნდნენ

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროექტების გამარჯვებული მოსწავლეები ჟენევიდან დაბრუნდნენ.

 

ტური ევროპაში განხორციელდა უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით, რომელიც მოსწავლეებმა პრიზად მიიღეს პროექტებში: “ბავშვები ბავშვებისათვის“ და „მედიაცია“, მიღწეული საუკეთესო შედეგებისათვის.

 

გამარჯვებული მოსწავლეები: ნინო უსტიაშვილი - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლა; მარიამ უსტიაშვილი - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლა; ანანო კოშაძე - ხოვლეს საჯარო სკოლა; ელენე ჩოკოლაშვილი - აიბი „მთიები“, საერთაშორისო ორგანიზაციებს ეწვივნენ. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მოსწავლეები გაეცნენ ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებს, მიმდინარე პროცესებსა და საბჭოს მუშაობის სპეციფიკას; წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში კი - ორგანიზაციის ჰუმანიტარულ მისიას, ძირითად ოპერაციულ და პრაქტიკულ საქმიანობას, რომლებიც კონფლიქტურ და კრიზისულ ზონებში გამოიყენება.

 

ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს ჟენევა, ისტორიული ღირსშესანიშნაობები და თანამედროვე ურბანული გარემო, გაეცნენ შვეიცარიულ ტრადიციებს, ყოველდღიურ ცხოვრებას, კულტურულ თავისებურებებსა და წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სამშობლოში.