გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრი აცხადებს ინგლისურენოვან ინტერაქტიულ ტრენინგს, რომელიც განკუთვნილია საერთაშორისო სტუდენტებისათვის და მიზნად ისახავს მოლაპარაკების, მედიაციისა და ლიდერობის თემაზე ძირითადი კომპეტენციების განვითარებას.
ტრენინგი დაგეგმილია 2026 წლის 13 მაისს, 16:00 საათზე.
ტრენინგი ეფუძნება თანამედროვე მიდგომას: „learning by doing“, რომელიც მოიცავს ინტერაქტიულ აქტივობებს, ჯგუფურ მუშაობასა და როლურ სიმულაციებს, რაც უზრუნველყოფს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
ტრენინგს გაუძღვება მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი ნინა გერსამია ცენტრის გუნდთან ერთად. მონაწილეებს გადაეცემათ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და მედიაციის ცენტრის ერთობლივი სერტიფიკატი.
მედიაციის ცენტრს გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება პრაქტიკაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში. დღემდე ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში 2000-მდე სტუდენტი და მოსწავლე მონაწილეობდა.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
ტრენინგში მონაწილეობისათვის საჭიროა რეგისტრაცია, მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/QbNaYnWuvEYkqPMB7

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა