იტვირთება...
სლოვაკი მეცნიერები გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სლოვაკი მეცნიერები გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიწის სამართლის კვლევითი ცენტრი მასპინძლობდა ბრატისლავას კომენსკის უნივერსიტეტის (სლოვაკეთი) წარმომადგენლებს, პროფესორებს: მაროშ პავლოვიჩს, მატუშ მიხალოვიჩსა და ლუდოვიტ მაჩაის.

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განიხილეს მიწის სამართლის სფეროში აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხები. ცენტრის ხელმძღვანელმა თორნიკე მერებაშვილმა, სტუმრებს გააცნო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე კვლევითი პროექტები და სამეცნიერო მიღწევები.

 

სტუმრებმა გრუნის სამართლის სკოლის დეკანთან, პროფესორ - გულნაზ გალდავასთან და საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელთან - თამარ თავხელიძესთან დეტალურად მიმოიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები, ერთობლივი კვლევების განხორციელების, საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებისა და კონფერენციების ორგანიზების საკითხები.

 

შეხვედრა კონსტრუქციულ და მეგობრულ გარემოში მიმდინარეობდა, რაც ინსტიტუციური პარტნიორობის გაძლიერებისა და საერთაშორისო აკადემიური ურთიერთობების შემდგომი განვითარების დასტურია.