იტვირთება...
ვახტანგ ჭარაია - საერთაშორისო კონფერენციაზე თურქმენეთში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ვახტანგ ჭარაია - საერთაშორისო კონფერენციაზე თურქმენეთში


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ვახტანგ ჭარაია, ონლაინ მონაწილეობდა თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარე სამეცნიერო კონფერენციის: Modern Trends in Financial Market Development, მუშაობაში.

 

გრუნის პროფესორმა კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება: The impact of shadow banking on financial markets, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გრუნის მიერ იყო დაფინანსებული.

 

კონფერენცია წარმომადგენლობითი იყო, მის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საერთაშორისო სავალუტო ფონდის (CCAMTAC) დირექტორი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული ხელმძღვანელი, თურქმენეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი, დარგის ექსპერტები, სპეციალისტები და სხვა.