გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის თენგიზ თაქთაქიშვილისა და ასისტენტ-პროფესორის გიგა თვაურის სამეცნიერო სტატია: „Disinformation in the Age of Artificial Intelligence: The Role and Challenges of Media (An Analysis Based on the Georgian Context)“ გამოქვეყნდა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში - Journal of Strategic Innovation and Sustainability.
სტატიაში განხილულია ხელოვნური ინტელექტის გავლენა მედიაზე, კერძოდ, დეზინფორმაციის გავრცელების რისკები. კვლევა ეფუძნება ქართველ ჟურნალისტებთან ჩატარებულ ემპირიულ ანალიზს და გამოყენებულია ლოჯისტიკური რეგრესიის მოდელი. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ კონტენტთან ხშირი კონტაქტი მნიშვნელოვნად ზრდის დეზინფორმაციის რისკს, მაშინ, როდესაც მედიაორგანიზაციებში ძლიერი ვერიფიკაციის მექანიზმები ამ რისკს ამცირებს.
კვლევა ადასტურებს ხელოვნური ინტელექტის ორმაგ ბუნებას - ერთი მხრივ, იგი ზრდის მანიპულაციის შესაძლებლობას (მაგ., deepfake ტექნოლოგიები), ხოლო მეორე მხრივ, გამოიყენება დეზინფორმაციის აღმოჩენისა და პრევენციისთვის.
სტატიაში შემოთავაზებულია მრავალმხრივი მიდგომა, რომელიც მოიცავს:
- ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს;
- რეგულაციურ ჩარჩოებს;
- ეთიკურ სტანდარტებს;
- მედიაწიგნიერების განვითარებას.
კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია როგორც აკადემიური, ისე მედიისა და საჯარო სფეროებისთვის.
Journal of Strategic Innovation and Sustainability არის საერთაშორისო აკადემიური ჟურნალი, რომელიც აქვეყნებს კვლევებს სტრატეგიული მენეჯმენტის, ინოვაციების, მდგრადი განვითარების, ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით.
სამეცნიერო სტატიის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე: https://articlegateway.com/index.php/JSIS/article/view/8204

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა