საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი - ირაკლი ყანდაშვილი, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილი შეხვდა აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ანარ ბაგიროვსა და გენერალურ პროკურორს, კამრან ალიევს.
შეხვედრებზე განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობისა და სამართლებრივი სისტემის განვითარების საკითხები. ისაუბრეს საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში ადვოკატების, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო ინსტიტუტების მონაწილეობას.
აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციასთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მოიცავს პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, ადვოკატურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტებისა და პროფესიული სტანდარტების გაცვლას, ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ADA-ს უნივერსიტეტში (აზერბაიჯანის ინგლისურენოვანი დიპლომატიის აკადემია) წაიკითხა საჯარო ლექცია ადვოკატის პროფესიასა და მის როლზე ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების ფორმირების პროცესში.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა