გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
ასამბლეაზე წარდგენილ მოხსენებაში ქართველმა პროფესორმა განიხილა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და გამოწვევები, აგრეთვე, ციფრულ ეპოქაში ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში პარლამენტის მნიშვნელობა.
აღინიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ახალ შესაძლებლობებს ქმნის, თუმცა, ამავდროულად, საჭიროებს პასუხისმგებლიან და გააზრებულ მიდგომას, რათა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები სათანადოდ იქნას დაცული.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა