იტვირთება...
საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ აცხადებს სტატიების კონკურსს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ აცხადებს სტატიების კონკურსს

საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ აცხადებს სტატიების კონკურსს ჟურნალის მე-13 ნომრის (ივლისი) მოსამზადებლად.

 

„სამართლის მაცნე“ სამართლის მეცნიერთა კავშირის პერიოდული გამოცემაა.

 

ჟურნალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო გრიფი ISSN 2667-9434, DOI -ს უნიკალური კოდი 10.52340/26679434. და ინდექსირებულია 21 საერთაშორისო ბაზაში.

 

ჟურნალი გამოდის ელექტრონული სახით და ქვეყნდება ვებგვერდზე: www.heraldoflaw.com

ჟურნალი არის ღია წვდომის, გამოქვეყნებული სტატიების სრული ტექსტები ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

 

ჟურნალში სტატიების გამოქვეყნება უსასყიდლოა.

 

ჟურნალში სტატიები ქვეყნდება ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე (ინგლისურენოვან აბსტრაქტთან ერთად).

 

სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადა - 2026 წლის 1 მაისი.

 

დაწვრილებითი ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ ბმულზე:

https://heraldoflaw.com/ge/chven-shesakheb/koncefcia/