იტვირთება...
„ვეფხისტყაოსნის ქრონიკები“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„ვეფხისტყაოსნის ქრონიკები“


2026 წლის 3 აპრილს, ბიბლიოთეკის ინიციატივით, სტუდენტებისთვის გაიმართა შემეცნებითი ღონისძიება - „ვეფხისტყაოსნის ქრონიკები“.

 

შეხვედრა მიზნად ისახავდა კლასიკური ლიტერატურით ახალგაზრდების დაინტერესებასა და უკვდავი პოემის გახსენებას.

 

ლიტერატურულ-შემეცნებითი საღამო სახალისო, ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა. სტუდენტებმა გაიხსენეს რუსთველის პერსონაჟები, ისაუბრეს პოემის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შესახებ.

 

შემეცნებითი აქტივობებითა და თამაში - ვიქტორინებით გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი, მათ სხვადასხვა სიმბოლური საჩუქარი გადაეცათ.